
ეძებ პადელს თბილისში? PADO-ზე თბილისის ყველა პადელ კლუბია — გლდანიდან და დიღომიდან კრწანისამდე, ლისამდე და კუს ტბამდე. თითოეულ კლუბზე ნახავ თავისუფალ საათებს რეალურ დროში, ფასს საათში და დაჯავშნი ონლაინ, კლუბში დარეკვის გარეშე.
ნახე, რომელი კორტია თავისუფალი თბილისში დღეს, და დაჯავშნე ონლაინ რამდენიმე წუთში.
თბილისის პადელის კორტები რუკაზე — მისამართითა და თავისუფალი საათებით თითოეული კლუბისთვის.
| კლუბი | კორტები | სამუშაო დღე, დღე | სამუშაო დღე, საღამო | შაბათ-კვირა |
|---|---|---|---|---|
| GymBreeze Ninoshvili | 9 | 40 GEL | 60 GEL | 60 GEL |
| KUS TBA PADEL | 8 | 80 GEL | 80 GEL | 80 GEL |
| GPadel In Tskneti | 8 | 80 GEL | 80 GEL | 80 GEL |
| Padelbade Krtsanisi | 5 | 80 GEL | 80 GEL | 80 GEL |
| Tbilisi Padel — Didi Dighomi | 5 | 50 GEL | 50 GEL | 50 GEL |
| Sportscape Padel | 4 | 80 GEL | 80 GEL | 80 GEL |
| Lemans Padel | 4 | 50 GEL | 70 GEL | 70 GEL |
| Padel Academy of Georgia | 3 | 80 GEL | 80 GEL | 80 GEL |
| GymBreeze Radio City | 3 | 30 GEL | 30 GEL | 30 GEL |
| Padel Gldani | 3 | 50 GEL | 50 GEL | 50 GEL |
| Padel Island — Expo Park | 3 | 40 GEL | 80 GEL | 80 GEL |
| Padel Island — Lisi | 2 | 40 GEL | 80 GEL | 80 GEL |
| Padelbade Dighomi | 2 | 60 GEL | 80 GEL | 80 GEL |
| PadelHub | 2 | 40 GEL | 60 GEL | 40 GEL |
| VR Krtsanisi Resort | 2 | 60 GEL | 60 GEL | 60 GEL |
| Bioli Wellness Resort | 2 | — | — | — |
| Tbilisi Padel — Ilia's Garden | 1 | 60 GEL | 60 GEL | 60 GEL |
| Tbilisi Padel — Mtatsminda Park | 1 | 60 GEL | 60 GEL | 60 GEL |
| Urban Tbilisi Padel | 1 | — | — | — |
| Tskluleti Padel & Cottage | 1 | — | — | — |
ყველა ფასი 1 საატი თამაშის
თბილისში პადელი თითქმის ყველა უბანშია — გლდანიდან ისანამდე და ლისიდან წყნეთამდე. ქვემოთ კლუბებია უბნების მიხედვით, რომ აირჩიო ის, რომელიც სახლთან ან სამსახურთან ახლოსაა.
გლდანში ორი კლუბია და ექვსი კორტი: Padel Gldani ილია ვეკუას ქუჩა 56-ზე და GymBreeze Radio City ბარბარე ბაირამაშვილის ქუჩა 3-ზე. Radio City-ის 30 ₾ საათში თბილისში ყველაზე დაბალი ფასია.
GymBreeze ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე — ცხრა კორტი, ყველაზე მეტი ერთ კლუბში მთელ თბილისში, 40–60 ₾. იქვე, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, Tbilisi Padel — ილიას ბაღი ერთი კორტით.
Padelbade Krtsanisi გიორგი გურამიშვილის ქუჩა 7-ზე — ხუთი დახურული კორტი, თბილისში ყველაზე მეტი დახურული კორტი ერთ ადგილას. იქვე VR Krtsanisi Resort ორი ღია კორტით, 60 ₾.
Padelbade Dighomi აღმაშენებლის გამზირ 240-ზე — ორი დახურული კორტი, 60–80 ₾. Tbilisi Padel — დიდი დიღომი გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე — ხუთი ღია კორტი, 50 ₾.
ლისის ტბასთან ორი კლუბია: Padel Island — ლისი ფერმწერთა ქუჩაზე, Gymnasia-ს სპორტპარკში, და Lemans Padel თხინვალის შესახვევთან. სულ შვიდი ღია კორტი, 40 ₾-დან.
KUS TBA Padel კუს ტბაზე — რვა ღია კორტი, 80 ₾ საათში. ქალაქის ცენტრიდან ათიოდე წუთია მანქანით.
GPadel in Tskneti გრიგოლ აბაშიძის ქუჩა 10-ზე — რვა კორტი, 80 ₾. ცოტა უფრო შორს, ზემო წყლულეთში, Tskluleti Padel & Cottage ერთი კორტით.
საბურთალოზე სამი კლუბია: Padel Academy of Georgia სამი დახურული კორტით ქავთარაძის პირველ შესახვევში, PadelHub ქავთარაძის ქუჩა 39-ზე და Urban Tbilisi Padel ვარდების რევოლუციის პარკში.
Padel Island — Expo Park წერეთლის გამზირ 118-ზე, ExpoGeorgia-ს ტერიტორიაზე — სამი კორტი, 40 ₾-დან. Sportscape Padel ნავთლუღში, არტურ ლაისტის ქუჩაზე — ოთხი ღია კორტი. Tbilisi Padel — მთაწმინდის პარკი ბომბორას ქუჩაზე — ერთი ღია კორტი ქალაქის თავზე.
თბილისის კორტების უმეტესობა ღიაა. სრულად დახურული სამი კლუბია: Padelbade Krtsanisi (ხუთი კორტი), Padel Academy of Georgia (სამი) და Padelbade Dighomi (ორი). კიდევ ორ კლუბში — Padel Gldani და PadelHub — ღიაც არის და დახურულიც. ზამთარში და წვიმაში სწორედ ეს ხუთი კლუბი რჩება, ამიტომ საღამოს საათები იქ ყველაზე სწრაფად იჯავშნება.
ღია თუ დახურული — თბილისში დახურული კორტი მხოლოდ ხუთ კლუბშია. რომელი საათი — დღის ფასი ხშირად 20–30 ₾-ით დაბალია საღამოსაზე. რამდენი კორტია — ჯგუფით სათამაშოდ ერთ ადგილას რამდენიმე კორტი გჭირდება. უბანი და პარკინგი — ლისი, წყნეთი და კუს ტბა ქალაქგარეთაა, მანქანა გამოგადგება.
განახლდა PADO-ს გუნდის მიერ · 2026 წლის სექტემბერი
თბილისში 20 პადელ კლუბი და 70 კორტია. ყველაზე დიდია GymBreeze ნინოშვილზე (ცხრა კორტი), KUS TBA კუს ტბაზე და GPadel წყნეთში (რვა-რვა კორტი). კლუბები თითქმის ყველა უბანშია: გლდანი, დიღომი, კრწანისი, საბურთალო, ისანი, ჩუღურეთი, ლისი.
30-დან 80 ₾-მდე. ყველაზე დაბალი ფასი GymBreeze Radio City-შია — 30 ₾. ყველაზე მაღალი, 80 ₾, არის Padelbade Krtsanisi-ში, KUS TBA-ში, GPadel-სა და Padel Academy of Georgia-ში.
სრულად დახურულია Padelbade Krtsanisi, Padel Academy of Georgia და Padelbade Dighomi. Padel Gldani-სა და PadelHub-ს ღიაც აქვთ და დახურულიც, ასე რომ ზამთარშიც მუშაობენ.
გლდანში ორი კლუბია: Padel Gldani ილია ვეკუას ქუჩა 56-ზე და GymBreeze Radio City ბარბარე ბაირამაშვილის ქუჩა 3-ზე. სულ ექვსი კორტი.
პადელი ოთხში ითამაშება, წყვილი წყვილის წინააღმდეგ. თუ პარტნიორები არ გყავს, კლუბები ღია თამაშებსა და ტურნირებს მართავენ ინდივიდუალური რეგისტრაციით.
აირჩიე კლუბი, ნახე თავისუფალი საათები რეალურ დროში და დაადასტურე ჯავშანი PADO-ზე. კლუბში დარეკვა არ გჭირდება.